მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პუტინი და მედვედევი საპირველმაისო მსვლელობას ჩაუდგნენ სათავეში

ვლადიმრე პუტინი და დიმიტრი მედვედევი „ედინაია როსიას' საპირველმაისო მსვლელობას ჩაუდგნენ სათავეში. მოსკოვის დროით დილის 10 საათზე, „ლაიფ-ნიუსის' ცნობით, აქციაში მონაწილეობის მისაღებად ტვერის ქუჩაზე 20 ათასი ადამიანი შეგროვდა.

ტვერის ქუჩა საპირველმაისო ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაკეტილია. მსვლელობა მანეჟის მოედანზე მიტინგით დასრულდება, რომლეზეც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვლენ.

პუტინთან და მედვედევთან ერთად ქუჩაშია გამოსული სახელმწიფო დუმის მმართველი პარტიის  მთელი შემადგენლობაც.

აქციის მონაწილეებს ხელში ხელისუფლების მხარდამჭერი ლოზუნგები უჭირავთ: „არა 90-იანებში დაბრუნებას', „პუტინი და მედვედევი - დიდი რუსეთი', „ედინაია როსია' - სოციალური გარანტიების პარტია' და ა. შ.

როგორც ცნობილია, კრემლმა აღნიშნული აქციის ჩატარება ოპოზიციის მიერ დაგეგმილი „მილიონების მარშის' საპირწონედ გადაწყვიტა, რომელიც პუტინის ინაუგურაციის წინა დღეს იგეგმება.

Internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები