მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პუტინი პრემიერის პოსტზე მედვედევს წარადგენს

რუსეთის პრეზიდენტად ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი პირველ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს. რუსეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ხვალ, პირადად წარადგენს პრემიერის პოსტზე დიმიტრი მედვედევის კანდიდატურას.

ამ საკითხთან დაკავშირებით, დუმაში კონსულტაციები ამ წუთებში მიმდინარეობს.

პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერის, სერგეი ნარიშკინის განცხადებით, შესაბამისი ოფიციალური მიმართვა დოკუმენტის სახით პარლამენტმა უკვე მიიღო პუტინისგან. ამის გამო, დუმის დღის წესრიგში ცვლილებები შევიდა და ამ საკითხის განხილვა დღის 3 სთ-ზე დაიწყო.

განხილვის დროს, მედვედევი წარმოადგენს უახლოეს მომავალში სამთავრობო კაბინეტის მუშაობის ძირითად მიმართულებებს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დეპუტატთა შეკითხვებზე პასუხის გაცემაც მოუწევს.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები