მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პუტინმა შსს-ს მაღალჩინოსნები თანამდებობიდან გაათავისუფლა

რუსეთის პრეზიდენტმა შსს-ს მოსკოვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობაში მთელი რიგი ცვლილებები განახორციელა. თანამდებობიდან გათავისუფლდა სამმართველოს უფროსის მოადგილე და საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელი, იუსტიციის გენერალ-მაიორი ივან გლუხოვი. ამ პოსტზე პოლიციის გენერალ-მაიორი ვლადიმირ მოროზოვი დაინიშნა, რომელმაც სპეციალური წოდება - იუსტიციის გენერალ-მაიორი - მიიღო.

გარდა ამისა, თანამდებობიდან მოიხსნა ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის ხელმძღვანელი, პოლიციის პოლკოვნიკი სერგეი აგეევი, შსს-ს არასახელმწიფო დაცვის მთავარი მმართველი, პოლიციის გენრალ-ლეიტენანტი ვადიმ სავიჩევი, ასევე, საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ორი მოადგილე - იუსტიციის გენერალ-მაიორი ალექსანდრ რომანოვი და იუსტიციის პოლკოვნიკი ალექსანდრ იაგოდინი. 

internet.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები