მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პუტინმა შსს-ში კიდევ ერთი როტაცია განახორციელა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა კიდევ ერთ ბრძანებას მოაწერა ხელი, შსს-ში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით.

დოკუმენტის თანახმად, პოლიციის გენერალ-მაიორი სერგეი ლებედევი შსს-ს არასახელმწიფო დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა. გარდა ამისა, თანამდებობიდან გათავისუფლდა კიდევ ორი მაღალჩინოსანი - შსს-ს სისხლის სამართლებრივი დევნის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე ვალერი კრასილნიკოვი და ვოლგოგრადის მხარეში შსს-ს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, მთავარი საგამოძიებო განყოფილების უფროსი ალექსანდრ მარტინოვი.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა, ასევე, თანამდებობიდან გათავისუფლდა შსს-ს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე და საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელი, იუსტიციის გენერალ-მაიორი ივან გლუხოვი. იგი ვლადიმირ მოროზოვმა ჩაანაცვლა. გარდა ამისა, თანამდებობიდან მოიხსნა ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის ხელმძღვანელი, პოლიციის პოლკოვნიკი სერგეი აგეევი, ასევე, საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ორი მოადგილე - იუსტიციის გენერალ-მაიორი ალექსანდრ რომანოვი და იუსტიციის პოლკოვნიკი ალექსანდრ იაგოდინი.

Internet.ge

ე.შ

 

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები