მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პუტინს აშშ-სთან სავიზო რეჟიმის გაუქმება სურს

რუსეთი მზად არის აშშ-სთან ურთიერთობაში უვიზო რეჟიმზე გადავიდეს და ახლა შეერთებული შტატებისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება - განაცხადა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანამშემწემ იური უშაკოვმა.

„ჩვენ, პრინციპში, მზად ვართ იმისათვის, რომ სრულიად უვიზო რეჟიმზე გადავიდეთ. ახლა ჯერი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებზეა' - განაცხადა მან.

უშაკოვის თქმით, პუტინი „დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სავიზო რეჟიმის გამარტივებას'. პუტინის თანაშემემ ისიც გაიხსენა, რომ გასული წლის ნოემბერში ვლადიმერ პუტინმა, რომელიც მაშინ პრემიერი იყო, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრაზე ერთხელ უკვე დააყენა ეს საკითხი, - იუწყება „რია ნოვოსტი'.

internet.ge 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები