მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ცხინვალს ეწვევიან

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები რეგიონში არსებული ვითარების შესწავლის მიზნით, დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩასვლას გეგმავენ . 'რია ნოვოსტის' ინფორმაციით, ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ სედოვმა განაცხადა.
'ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თანათავმჯდომარეების შეხვედრა პრეზიდენტ ედუარდ კოკოითთან', - განაცხადა სედოვმა.
ეუთო-ს, გაერო-ს და ევროკავშირის წარმომადგენლებს ასევე შეხვდება ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეჟიმის ხელმძღვანელის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი და ჟენევის დისკუსიებზე ცხინვალის დელეგაციის წარმომადგენლები.
ჟენევის დისკუსიების ფორმატი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იმართება. შეხვედრებში, რომლებიც 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება, საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ასევე, ევროკავშირის, გაერო-ს და ეუთო-ს დელეგაციები მონაწილეობენ. ჟენევის შეხვედრების ერთ-ერთი შედეგია კონფლიქტის ზონაში ინცინდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემუშავება.
ჟენევის დისკუსიების მომდევნო, მე-16 რაუნდი 2011 წლის 1 მარტს გაიმართება.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები