მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რაზე ესაუბრება საქართველოს პატრიარქი რუსეთის პრეზიდენტს?

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე იმ საკითხზე ისაუბრებს, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს. ამის შესახებ უწმინდესმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ბრძანა.

ილია მეორე: შევეხებით იმ საკითხებს, რომელიც აწუხებს ქართველ ხალხს და არა მარტო ქართველ ხალხს. ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა რუსეთსა და საქართველოს შორის, არ არის ბუნებრივი და ნორმალური. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩიხიდან გამოვიყვანოთ ეს ურთიერთობა და მინდა ვთქვა, რომ ასეთივე სურვილი აქვს რუსეთს.

საქართველო პარტიარქი პუტინს 15:00 საათზე შეხვდება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრებზე ერთ-ერთი თემა  ორი ქართველი მეფის, ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ პირველის საქართველოში გადმოსვენების საკითხი იქნება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს მოსკოვში ვიზიტი მისთვის ჯილდოს გადაცემას უკავშირდება. 21 იანვარს, მოსკოვში საერთაშორისო საზოგადოებრივი ერთობის ფონდის ყოველწლიური, რიგირთ მე-13 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქი, უწმინდესი კირილი ხელმძღვანელობდა.

საქართველოს პატრიარქს პრემია გადაეცა  სახელწოდებით - 'გამორჩეული საქმიანობისა და მართლმადიდებელ ხალხებს შორის ერთობის განმტკიცებისათვის ქრისტიანული ფასეულობების დამყარებისა და განმტკიცებისთვის საზოგადოებაში'.

კათოლიკოს-პატრიარქი სამშობლოში 26 იანვარს დაბრუნდება.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები