მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რამაზ საყვარელიძე: ”ორი რისკი არსებობს - ხელისუფლება ან ძალას გამოიყენებს, ან ხალხი დაიღლება”

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე რევოლუციის მოლოდინზე საუბრისას, რისკის საფრთხეებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ არსებობს ორი რისკი - ხელისუფლებამ ძალა გამოიყენოს, ან ხალხი დაიღალოს. ამის შესახებ პოლიტოლოგმა 'რეზიუმეს' ეთერში ისაუბრა. 

პოლიტოლოგის აზრით, საზოგადოება დაბნეულია და არ იცის საით წავიდეს. 'ძნელი სათქმელია, შეიძენს თუ არა ეს აქციები ბრძოლის ახალ ფორმებს. ჯერჯერობით არც ერთი მხარე თავის გეგმებზე არ საუბრობს. რაც შეეხება შანსებს, სახალხო კრებას ხალხის გამოყვანის მეტი შანსი აქვს, რადგან სახელი იგივდება ხალხთან და არა პარტიებთან. რაც შეეხება'ქართულ პარტიას',  მათ მიმართ სკანდალური პროცესების გამო საზოგადოებაში არასახარბიელო დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. რევოლუციის მომხრე პარტიების ლიდერების განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, საპროტესტო აქციები ჭრელი იქნება და არ არის გამორიცხული, ორივე პოლიტიკურ ძალას ერთი და იგივე მხარდამჭერები აღმოაჩნდეთ. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ჯერჯერობით ისევ მოგებულია', - აღნიშნა საყვარელიძემ.

საყვარელიძე მიიჩნევს, რომ რევოლუციის სამზადისში ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი არ შეუშალონ ერთმანეთს და აქცენტი ერთმანეთის დამარცხებაზე არ უნდა გააკეთონ. გარდა ამისა, პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ ყველა პარტია ფრთხილობს, რადგან ვარდების რევოლუციის გამოცდილებით იციან, რომ თავის დროზე სააკაშვილი აპელირებას რეგიონებზე აკეთებდა.

ამბები.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები