|
ნატო დღესაც მოუწოდებს რუსეთს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისკენ - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა 'როსიისკაია გაზეტასთვის' მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ალიანსი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას და არ ეთანხმება რუსეთის მიდგომას საქართველოს კონფლიქტის მიმართ.
'ნატო ემოციური ორგანიზაცია არ არის. ის გადაწყვეტილება, რომელიც აგვისტოს მოვლენების შემდეგ მივიღეთ, ალიანსის გრძელვადიან პრინციპებს ეფუძნებოდა და ჩვენ მათ დღემდე ვიცავთ,'- აცხადებს რასმუსენი.
რუსთავი 2
ე.შ
|
|
მსგავსი თემები
|
|
|
|