მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რატომ გააჟღერა ალასანიამ პრემიერთან უთანხმოება?

როგორც ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენელი მანანა თოქმაჯიშვილი აცხადებს,თავდაცვის მინისტრ ირაკლიალასანიასათვის ვიცე-პრემიერისუფლებამოსილების შეწყვეტაგუშინდელ სატელევიზიო ეთერსარ უკავშირდება და აღნიშნულიბრძანება ორი დღით ადრედაიწერა, ამ ინფორმაციას ივანიშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

'ბრძანება ორი დღით ადრეა ხელმოწერილი, ამიტომ, ეს გადაწყვეტილება არანაირ სატელევიზიო ეთერს არ უკავშირდება. პრემიერმა ჩათვალა, რომ ბატონ ირაკლი ალასანიას ძალიან ბევრი საქმე აქვს თავდაცვის სამინისტროში, აქვს ძალზედ დიდი პასუხისმგებლობა და ამიტომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება' - აცხადებს მანანა თოქმაჯიშვილი და დასძენს, რომ საკითხს, თუ ვინ შეასრულებს ვიცე-პრემიერის მოვალეობას პრემიერი დავოსიდან დაბრუნების შემდეგ გადაწყვეტს.

ირაკლი ალასანიას გუშინდელი განცხადება და გულახდილი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოებაზე, მართლაც რომ საეჭვო იყო, როგორც ჩანს, ივანიშვილთან მისი საუბარი იმაზე მძიმე იყო, ვიდრე ალასანიამ იგი ''აქცენტებში'' გააჟღერა და ამით ერთგვარი პრევენცია მოახდინა კოალიციიდან მისი ჩამოშორების, თუმცა რამდენად შედეგიანი გამოდგა მისი გათვლები ამას ივანიშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ შევიტყობთ.

კულუარებში კი უკვე საუბრობენ რომ პრემიერმა ალასანია შესაძლოა არათუ თანამდებობას, კოალიციასაც ჩამოაშოროს, ოღონდ მას შემდეგ, რაც პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს უყრის კენჭს, ვინაიდან ახლა ''ოცნებას'' პარლამენტში ხმები სჭირდება პრემიერისა და მთავრობისთვის ადგილის შესანარჩუნებლად.  

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები