მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რატომ დააპატიმრეს ივანიშვილი (აზერბაიჯანული სააგენტოს ინფორმაცია)

აზერბაიჯანული სააგენტო - „აზერბაიჯან ნოვოსტი', საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ, რომლის ნაწილსაც გთავაზობთ. 

„ივანიშვილი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ებრაელებს დაუახლოვდა. როგორც ირკვევა, მათ მოელაპარაკა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კუთვნილი „მსხვილი პარტია' (ელექტრო აპარატურა) მათთვის მიეყიდა. ეს მისი პირველი სარფიანი შეთანხმებაა. 

თავის დროზე, ივანიშვილი ფინანსური აფიორისთვის დააპატიმრეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მან გადაწყვიტა, რომ საქართველოში აღარაფერი ესაქმებოდა, ჯიბეში ასი მანეთის ოდენობის თანხით რუსეთში გაემგზავრა, თავის თავს კი სახელად ბორისი უწოდა. 

რუსეთში ივანიშვილი კრიმინალური ბანდის წევრებთან დაახლოვდა, დაიწყო რა ბიზნესი, რომელსაც იმ პერიოდში რუსეთში კრიმინალები მფარველობდნენ.

იმ წლებში ქვეყანას მართავდნენ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები. ივანიშვილი ერთი კომბინაციის შემდეგ, მომენტალურად მეორეს ახორციელებდა და კრიმინალური პირამინდის ერთ-ერთ რგოლად იქცა. 

გავიდა კონტაქტზე რუსეთის სპეცსამსახურებთან, ბორის რუშაილოსთან. ეს უკანასკნელი მისი პარტნიორი გახდა, სხვა ბიზნესმენების თანხებით შექმნეს საქველმოქმედო ფონდი, რომლითაც ყოფილ სამხედროებს და მილიციონერებს ეხმარებოდნენ.

ასე დაკანონდა პირველი კრიმინალური ორგანიზაცია. როდესაც რუსეთში ხელისუფლება შეიცვალა, ვლადიმერ პუტინი შეეცადა რუსეთის ოლიგარქების განეიტრალებას. ივანიშვილი მიხვდა, რომ მისი რიგიც დადგებოდა, მაშინ ბიძინამ თავის „კრედიტბანკში' ხელმძღვანელად მალიშევი დანიშნა', - ვკითხულობთ სტატიაში.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები