მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რატომ იტყუება იუსტიციის სამინისტრო ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით?

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 'საერთო სასამართლოების შესახებ' კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პოზიცია 'ცალსახად დადებითია'. ამის შესახებ 'ინტერპრესნიუსს' იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მარიამ სხილაძემ განუცხადა, რომელიც ვენეციაში იმყოფება.

'ჩვენ უკვე გავეცანით ვენეციის კომისიის პირველად ტექსტს და შეიძლება ითქვას, რომ ის ცალსახად დადებითია. რაც შეეხება დეტალებს, ამაზე საუბარი მოგვიანებით იქნება შესაძლებელი. კომისიის სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვა რამდენიმე წუთში დაიწყება', - აცხადებს მარიამ სხილაძე.

რატომ ცრუობს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი? როგორც ჩანს, სხილაძე, წულუკიანის მსგავსად, რომელიც ექსპერტთა აზრით, უკანონოდ იკავებს იუსტიციის მინისტრის პოსტს (არ აქვს იურიდიული განათლება, რაც კანონის მოთხოვნაა) საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

ამონარიდი ვენეციის კომისიის დასკვნიდან: ''ვენეციის კომისია, ითვალისწინებს რა იუსტიციის საბჭოს მნიშვნელვან ფუნქციას, დაიცვას მოსამართლეები პოლიტიკური გავლენისგან, არათანმიმდევრულად მიიჩნევს იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის სრულად შეცვლას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. 

ვენეციის კომისია თვლის რომ იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისას, რომლებიც ამ სასამართლო ხელისუფლების ორგანიზებისა და ფუნქციონირების მომავალს განსაზღვრავს, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის განგრძობადობას დააზარალებს. 

იუსტიციის საბჭოს ყველა წევრის დათხოვნა შექმნის პრეცედენტს, რომ ყოველი ახალი მთავრობა ან პარლამენტი შეძლებს ძველი საბჭოს გაუქმებას და ახლის შექმნას, თუ მათ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა არ მოეწონებათ. ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთ მოკლე ვადაში ხდება, ეს მოქმედება აღძრავს ეჭვს რომ ხელისუფლების მოტივაციას იუსტიციის საბჭოს მიერ გადასაწყვეტ საქმეებზე გავლენის მოხდენა სურს', - წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში. 

მეტიც: 'ვენეციის კომისია თვლის, რომ პარლამენტი კვალიფიციური უმრავლესობით, ორი მესამედით უნდა ირჩევდეს საბჭოს წევრებს, იმ მექანიზმების გათვალისწინებით რომ ჩიხში შესვლა გამოირიცხოს. ან სხვაგვარი მეთოდით, რომელიც საბჭოს შემადგენლობაზე ოპოზიციის ზეგავლენას უზრუნველყოფს. 

ვენეციის კომისია თვლის, რომ საჭიროა ამოღებულ იქნას მუხლი 2.2, რომლის მიხედვითაც კანონის ძალაში შესვლასთან ერთად წევრობა უწყდებათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა'.

ვენეციის კომისიის დასკვნის დეტალებზე ისაუბრა უმცირესობის წევრმა, აკაკი მინაშვილმაც. მან კომისიის დასკვნის იმ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც უმრავლესობას და ზოგადად, პარლამენტს, მნიშვნელოვან ხარვეზებზე მიუთითებს. 

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები