მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რატომ ცდილობდა თავის მოკვლას 'ქართული ოცნების' წევრი?

ქალბატონი, რომელმაც დღეს ქუთაისში თავის მოკვლა სცადა და ბენზინი გადაისხა, 'ქართული ცონების' წევრი აღმოჩნდა. მან, თავისი გაუსაძლისი ყოფა უკიდურესი ფორმით გააპროტესტა. ქალბატონმა ციცინო ხარაბაძემ, თავის მოკვლა ბანკის კრედიტის ვერდაფარვის გამო სცადა. მას დღეს ბანკმა სახლი წაართვა. არადა, მისი მეზობლების განცხადებით, ქალბატონ ციცინოს ბატონი ბიძინა ივანიშვილის იმედი ჰქონდა.

'პრესა.ჯი' აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და გაარკვია, რომ ბანკის მარწუხების გამო სიცოცხლემობეზრებული ქალბატონი, არც მომავალში გამორიცხავს სუიციდზე ფიქრს. მისი ნათესავები განმარტავენ, რომ მან კრედიტის სახით 40 ათას ლარზე მეტი აიღო, რომელიც ვერ დაფარა. ახლა კი ბანკი ქონებას სთხოვს. მათი განცხადებით, 'ქართული ოცნება', წინასაარჩევნოდ ვალის დაფარვას ჰპირდებოდა, თუმცა, მას შემდეგ რაც კოალიციის წარმომადგენლებმა საბოლოო უარი უთხრეს და მოატყუეს, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდა. 

'მცირე კომენტარს დავწერ დღეს ქუთაისში დატრიალებულ ტრაგედიაზე... პიროვნება (ციცინო ხარაბაძე), რომელიც იყო ქუთაისში ქართული ოცნების ერთერთი აგიტატორი და ბრიგადირი, დღეს ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.... მისი ოცნება, ბიძინა, ბინაზე აღებულ კრედიტს გამისტუმრებსო და ვალებს ჩამომაწერსო... როცა მიხვდა რომ გააცუცურაკეს და აღსრულების ბიუროს მესვეურები ესტუმრნენ ბინის დასაცლელად, ამ უკიდურეს ხერხს მიმართა...

მეცოდება... საწყალი... გახსოვთ ალბათ რასმუსენის ვოლზე ოცნებისტთა ბილწსიტყვაობა. ხოდა ბილწსიტყვაობით გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იუზერი იყო რასმუსენის ვოლზე, ეს ციცინო ხარაბაძე', - წერს 'ფეისბუქში' თამაზ ალვანელი.

ტრაგედია და დღევანდელი ხელისუფლების სირცხვილია მსგავსი ისტორიები... ბანკები, რომლებიც ხშირად ადამიანთა გაკულაკებას ცდილობენ, ახალი ხელისუფლების პირობებში კიდევ უფრო აგრესიულები გახდნენ. არადა, ბატონი ივანიშვილი ხალხს არწმუნებდა, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში კრედიტებს გადაგივადებთ და მის დაფარვაში მოგეხმარებითო... 

სამწუხაროდ, ციცინო ხარაბაძის შემთხვევა არ არის ერთადერთი, როცა ბოლო ერთ თვეში, ბანკის ვალის გამო თავის მოკვლა სცადეს. რამდენიმე დღის წინ, ანალოგიური ფაქტი თბილისში, ლესელიძეზეც დაფიქსირდა.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები