მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რა მოხდება ივანიშვილების ხვალინდელ ოჯახურ ყრილობაზე?

„ნახ-ნახევარი' წლის წინ საჯაროდ გამოჩენილ ოლიგარქს მიაჩნია, რომ ქართველ ხალხს „სწორება' ივანიშვილის გვარზე აქვს. ამის გამო, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მთელი ოჯახით ჩაერთო. ოლიგარქმა, „ჩემი ეკა' პარტიის პირველ ნომრად დააანონსა, ბერა თავისი შემოქმედებით პოლიტიკას რეპავს, ოჯახის კიდევ ერთი წევრი კი, სულ რამდენიმე დღეა  საქართველოში ჩამოვიდა.  უტა ივანიშვილი, ბერასგან განსხვავებით, პოლიტიკურ პროცესებში პირადად ჩაერთვება. ეს ის უტაა, რომელმაც ბიძინას „მკაცრად' უთხრა: თუ შენ არ წახვალ პოლიტიკაში, მაშინ მე წავალ...

მაშინ, ვერავინ გაიგო, რა ფარული აზრი იმალებოდა ამ ერთ წინადადებაში. უტა თუ  გადაწყვეტდა  პოლიტიკოსობას, ვითომ რა მოხდებოდა ისეთი... მდინარე ყვირილა აღმა დაიწყებდა სვლას? რა უნდა მომხდარიყო პატარა უტას გაპოლიტიკოსებით? ერთმა ენაკვიმატმა ექსპერტმა კი  ასეც იხუმრა: მოვიდოდა უტა პოლიტიკაში და დაიწყებოდა - უტატატატა ტაააა... 

ხვალ, უტა ივანიშვილს, პარტიის ყრილობაზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს' სიის მეორე ნომრად დაასახელებენ. პირველი კი სამზარეულოში მოტრიალე დიდი სახლის პატარა დიასახლისი - „ჩემი ეკა' იქნება.

მართალია, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მე როგორც საქართველოს მოქალაქე ისე დავაფუძნებ პარტიასო, თუმცა მისთვის ორ დღეში საქართველოს მოქალაქეობის მიღება, კიდევ ერთი უტოპიური ოცნებაა. მას სხვა აღარაფერი დარჩენია,  იმის გარდა, რომ პოლიტიკა  უტ(კ)ას მიანდოს. ასე რომ, ფრთხილად იყავით - უტა მოდის, უტატატატააა...

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები