მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რეზო ამაშუკელი: ხიდაშელს „პრიჩოსკა“ რუსეთიდან მოვარდნილმა ქარმა არ აუჩეჩოს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს' „ფეისბუქის' გვერდზე, გუშინ, გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც  პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე,  დეპუტატი  თინა ხიდაშელი ხარება დღეს, სპორტის სასახლეში, „იეღოველთა მსოფლიო კონგრესის' ჩატარებას გეგმავს,  საზოგადოებაში მძაფრი პროტესტი გამოიწვია. 

სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟში, თავად დეპუტატიც ჩაერთო და „ლაზარეს' დამფუძვნებელს რეზო ამაშუკელს საჯაროდ დაემუქრა. 

თინა ხიდაშელი: მგონი ვბრაზდები,  მეგონა ასეთ ამბებზე აღარ ვრეაგირებდი... კიდევ კარგი, რომ თბილისში არ ვარ, მაგრამ დღეს ხომ ჩამოვალ, და ეს ლაშა ბერულავა მინდა გავიცნო და ვინმე არ დამეხმარებით... ისე არა მხოლოდ ბერულავა, თავად ეს 'ლაზარე' გამომეხმაუროს, ტელეფონის ნომერი და სახელი და გვარები მინდა ამ დასახელების უკან მდგომი ადამიანების.  ისე საღამოობით დავფრინავ ხოლმე და მერიდეთ.  ძონძები, ძალიან ვარ გაბრაზებული. აი, ძალიან ძალიან ცეცხლებს რომ ყრის ისეთი სმაილიკი. 

ხიდაშელის კომენტარს,  მალევე მოჰყვა ჟურნალისტ ლაშა ბერულავას საპასუხო განცხადებაც.  ჟურნალისტი დაინტერესდა,  ხიდაშელის ჩამოფრენის შემდეგ, მასთან შეხვედრა იქნება თუ 'სტრელკა'; 

„ისე, რა ძნელია პოლიტიკოსობის ტვირთი: გინებაში რომ წაღმა-უკუღმა პოზაში გატრიალებენ და ჰაერში აგდებულს ძირს არ დაგაგდებენ, ვერ გაბრაზდები და ხმას ვერ ამოიღებ; სამაგიეროდ, შეიძლება თამამად გაბრაზდე ჟურნალისტზე და ეს გამოხატო 'ფეისბუქზე', როცა ის ჟურნალისტი შენს შესახებ რომელიღაც ორგანიზაციის მიერ დაწერილ ბრალდებებს სტანდარტის სრული დაცვით გამოაქვეყნებს მედიაგამოცემის გვერდზე',- წერს ბერულავა. 

ხიდაშელის ისტერიკას „ლაზარეს' დამფუძნებელმა „პრესა.ჯი'-სთან უპასუხა.

რეზო ამაშუკელი: ვიცი ზუსტად,  რომ იაღოველების მსოფლიო კონგრესი, ხარება დღეს,  სპორტის სასახლეში უნდა ჩატარდეს.  ხიდაშელი, პრიჩოსკას ნუ  დაირღვევს, ყველას კარგად ახსოვს,  ვინ ვინ არის და როგორი იყო. ეგენი,  ტანზე ნუ შემოიხევენ, დაფიქრდნენ ჯობია. ეგენი, არ არიან ის ხალხი,  რომლებსაც პირის გაღება შეუძლიათ. ცოტა სხვადასხვა წონებში ვართ ჩვენ. ხიდაშელს „პრიჩოსკა' რუსეთიდან მოვარდნილმა ქარმა არ აუჩეჩოს...  პირი გამოიხეხოს ჩემი სახელის ხსენებისას.

პრესა.გე

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები