მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რელიგიური მიმდინარეობების სტატუსთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები დღეს ბიუროს სხდომაზე გაკეთდება

 

რელიგიური მიმდინარეობების სტატუსთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაკეთდება.

საუბარია პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, რელიგიურ მიმდინარეობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების საშუალება მიეცათ.

თუმცა, მათზე საჯარო სამართლის შესახებ კანონი არ გავრცელდება. მიღებული კანონი ქონებრივ საკითხებზე არანაირ ვალდებულებებს არ ითვალისწინებს.

როგორც პარლამენტში აცხადებენ, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გაკეთდება განმარტებები იმ დეტალებთან დაკავშირებით, რასაც პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულისხმობს.

ჯეონიუსი

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები