მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რესპონდენტთა 38%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს 'ნაციონალური მოძრაობა' დგას, 14%-ის კი - 'ქართული ოცნება'

NDI-ს კვლევის თანახმად, კითხვაზე - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 38% 'ნაციონალურ მოძრაობას' ასახელებს ( წინა კვლევასთან შედარებით +4%), 14% - კოალიცია 'ქართულ ოცნებას' (-6%).
პასუხზე უარს აცხადებს - 18%, არ იცის - 16%-მა, 9% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია დგას, 4% კი ასეთად 'ქრისტიან-დემოკრატებს' ასახელებს, 1% - სხვა ოპოზიციას.
სხვა ოპოზიცია კი შემდეგი პარტიების ჯამს მოიცავს - 'ლეიბორისტული პარტია', 'დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო', 'ახალი მემარჯვენეები', 'ქართული დასი', 'თავისუფალი საქართველო', 'ეროვნულ-დემოკრატიული პარტია', მოძრაობა 'სამართლიანი საქართველოსთვის,' 'თეთრები', 'ევროპელი დემოკრატები' და 'საქართველოს დემოკრატიული პარტია'.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 31 ივლისიდან - 12 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2038 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. 
კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC). 
პარტიების რეიტინგების პრეზენტაცია NDI-მ დღეს გამართა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები