მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რიყე თბილისის ტურისტული ცენტრი გახდება

რიყე 2012 წელს დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ცენტრი გახდება. რიყის, როგორც ქალაქის ისტორიული ნაწილის, კომპლექსური განვითარების კონცეპციაზე მუშაობა გრძელდება.

მერიის პროგრამა რამდენიმე მასშტაბური პროექტისგან შედგება. მათ შორის მნიშვნელოვანია რიყის პარკის ლანდშაფტური არქიტექტურა.

პარკს ექნება რეკრეაციული ფუნქცია. მოეწყობა მუსიკალური თეატრი და დიდი საგამოფენო ან საკონცერტო დარბაზი.

მუსიკალური თეატრის პროექტი იტალიელ არქიტექტორს მაქსიმილიანო ფუქსასის ეკუთვნის.

ტერიტორიაზე მოეწყობა 320 მანქანისთვის გათვალისწინებული მიწისქვეშა ავტოსადგომი.

10 ჰექტარ ფართობზე განთავსებულ საქართველოს რუკის ფორმის პარკში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. კეთდება ფეხით მოსიარულეთა ბილიკები, მცირე არხები და ტბები, ატრაქციონები, საბავშვო და სპორტული მოედნები, ამფითეატრი.

რიყის პარკში დამონტაჟდება სამგანზომილებიანი მოძრავი მუსიკალური შადრევანი.

”მშვიდობის ხიდი” რიყის პარკს მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და აბანოთუბანთან დააკავშირებს. სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქის ვიცე-მერი გაეცნო.

რუსთავი 2

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები