მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რომის პაპი ხორვატიაში ჩავიდა

 

რომის პაპი -ბენედიქტე ხორვატიას ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა. კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლის სტუმრობის მიზანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.

ზაგრებში გამგზავრების წინ რომის პაპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხორვატიის ევროკავშირისკენ სწრაფვა „ლოგიკური, სამართლლიანი და აუცილებელია'. თუმცა, მას ასევე კარგად ესმის ის სიფრთხილეც, რომელიც ამ გაწევრიანებას ახლავს თან. ბენედიქტე XVI-ს თქმით ევროკავშირი არის ორგანიზაცია, რომელსაც ძალიან ძლიერი „ცენტრალიზებული ბიუროკრატია' და „რაციონალური კულტურა' აქვს. მან მოუწოდა ხორვატებს მოერიონ ამ შიშს და მრავალფეროვანი ქრისტიანული ტრადიციების კავშირს შეუერთდეს.

აეროპორტში რომის პაპს ხორვატიის პრეზიდენტი ივო იოსიპივიჩი დახვდა. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სწორედ ძლიერი ქრისტიანული ფესვები იქნება ის საფუძველი, რომლის გამოც ხორვატების უმრავლესობა ევროკავშირში გაერთიანებას მხარს დაუჭერს.

ევროკავშირში ამჟამად 27 ქვეყანაა გაერთიანებული. ხორვატია სავარაუდოდ მას 2013 წელს შეუერთდება.

 voanews

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები