მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რომნი მხარს დაუჭერს „ახალგაზრდა დემოკრატიულ სახელმწიფოებს“

ორშაბათს, 8 ოქტომბერს ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა მიტ რომნიმ განაცხადა, რომ  არჩევის შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ის განავითარებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემებს.

„მე განვავითარებ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემებს ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების ინტერესების დასაცავად' - თქვა რომნიმ ლექსინგტონის სამხედრო აკადემიაში გამოსვლისას - „ამ საკითხში მე არ ვაპირებ მოქნილი პოლიტიკის წარმართვას ვლადიმერ პუტინის წინაშე'.

რომნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  მხარს დაუჭერს „ახალგაზრდა დემოკრატიულ სახელმწიფოებს', რომელთაც, მისი სიტყვებით, „პუტინური რუსეთის დიდი ჩრდილი ეცემა'.

მან დაადანაშაულა ობამა ახლო აღმოსავლეთის მოვლენებში პასიური მოქმედებისათვის და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ობამას ადმინისტრაციის ის განცხადება, თითქოს  თავდასხმა აშშ-ის საკონსულოზე ბენღაზიში და აშშ-ის ელჩის მკვლელობა,  ინტერნეტში ანტიისლამური ფილმის შედეგი იყოს.

„ეს თავდასხმა ჩადენილი იყო იმ ტერორისტების მიერ, რომლებიც მიმართავენ ძალადობას, რათა თავს მოახვიონ სხვებს საკუთარი იდეოლოგია... მათი, ვინც ცდილობს კონტროლის ქვეშ ჰყავდეს ახლო აღმოსავლეთი და აწარმოოს დაუმთავრებელი ომი დასავლეთის წინააღმდეგ'.

news.ge

ე.შ 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები