მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'როცა ივანიშვილის გამზადებული გზით რუსული ტანკები დაიძრებიან, გვიანი იქნება' (ვიდეო)

რუსი პოლიტოლოგი ვალერია ნოვოდვორსკაია თბილისში 19 აპრილს ნაციონალური მოძრაბის მიერ დაგეგნილ აქციაზე ჩამოსვლას გეგმავს. მანამდე კი აცხადებს, რომ საქართველოში რესტავრაციის პროცესი მიმდინარეობს, რათა ქვეყანა საბჭოთა ორბიტაზე დააბრუნონ.

ნოვოდვორსკაიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი იმავე სცენარით მოვიდა ხელისუფლებაში, როგორითაც პუტინი და იანუკოვიჩი და „ცხვრად აჩვენებს თავს, ტყავი კი მგლისა აქვს'. ამ პროცესს ნოვოდვორსკაიამ „სპეცღონისძიება' უწოდა. ის მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, დაიძრან თავისი სოფლებიდან და 19 აპრილს მოგროვდნენ მოედანზე, რადგან „როცა რუსული ტანკები დაიძრებიან ივანიშვილის მიერ გამზადებული გზით, უკვე გვიანი იქნება' - ამბობს პოლიტოლოგი.

მისი თქმით, თბილისში ჩავლენ მისი პარტიის „რუსეთის დასავლური არჩევანის' წევრები, ასევე კონსტანტინე ბოროვოი და თავადაც შეეცდება, ამ დროს თბილისში იყოს.

ნოვოდვორსკაია მოუწოდებს ქართველებს, რომლებსაც არ სურთ საბჭოთა წარსულში დაბრუნება, ჯაბა იოსელიანისა და ედუარდ შევარდნაძის რეჟიმის პერიოდში დაბრუნება, მივიდნენ ამ აქციაზე, რათა ეს ყველაფერი დაინახოს დასავლეთმაც და ივანიშვილმაც. პოლიტოლოგის თქმით, გამოსავალი ერთია, - „ეს პანიკიორები უნდა მოშორდნენ ხელისუფლებიდან, პარლამენტი კი დათხოვნილ უნდა იქნას'.

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=s-b8s6bZQ3c

პრესა.GE

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები