მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუბინი უსაფრთხოების საკითხებში მთავრობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკ რუბინი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-საქართველოს მთავრობათა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ Prime Time News-ს აშშ-ს საელჩოდან აცნობეს. შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში 13:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრის შემდეგ კი დაგეგმილია ერიკ რუბინის ბრიფინგი, რომლის დროც მოგვიანებით დაზუსტდება.

ერიკ რუბინი ორდღიან ვიზიტს საქართველოში დღეს ასრულებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თბილისს 27 ნოემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, ასევე საგარეო, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის მინისტრებთან და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან.

პრაიმტაიმი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები