მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუმინული მედიის ცნობით, სააკაშვილის თვითმფრინავის დაშვების გადაწყვეტილება საკონტროლო კოშკს არ მიუღია

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თვითმფრინავის დაშვების გადაწყვეტილება თავად პილოტებმა მიიღეს და არა საკონტროლო კოშკმა ,- ამის შესახებ რუმინულ მედიას ოტოპენის აეროპორტის სპიკერმა, ვალენტინ იორდაჩემ განუცხადა. 
მისივე თქმით, დაშვების მიზეზი გახდა პილოტების ეჭვები, რომ თვითმფრინავს გარკვეული ტექნიკური ხარვეზები ჰქონდა. 
ვალენტინ იორდაჩემ აღნიშნა, რომ დაშვების შემდგომ თვითმფრინავს ჩაუტარდა შემოწმება, რის შედეგადაც თვიმფრინავს ტექნიკური ხარვეზები არ აღმოაჩნდა და ფრენისთვის ვარგისად იქნა მიჩნეული. პრეზიდენტი საქართველოში იმავე თვითმფრინავით დაბრუნდა. 
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის თვითმფრინავმა აფრენიდან 10 წუთში ბუქარესტის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა, რის გამოც სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება დაგეგმილ დროს ვერ შეძლო. 
'თვითმფრინავის აფრენიდან 10 წუთში ბორტმა ბუქარესტის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა. ამის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ, შასისთან დაკავშირებული პრობლემა გახდა', - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში გვიან ღამით დაბრუნდა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები