მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსების აზრით, ივანიშვილის ხელისუფლება, სააკაშვილის მმართველობის გაგრძელებაა

ივანიშვილის გუნდი, სააკაშვილის რეჟიმის მეორე გამოშვებაა - ამ სათაურით სტატიას 'რეგნუმი' აქვეყნებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა მხარი ოპოზიციურ კოალიცია 'ქართულ ოცნებას' დაუჭირა, რომელსაც სათავეში მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უდგას. გამარჯვებულის მიერ პარლამეტის და მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ, რიგი რუსი ექსპერტები და პოლიტიკოსები ფრთხილად გამოთქვამდნენ იმედებს, ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. თუმცა, ახალი ხელისუფლების განცხადებებმა რუსულ-ქართულ, ქართულ -'სამხრეთ ოსურ' და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებთან დაკავშირებით, მათ ყოველგვარი ილუზია გაუქარწყლა - აცხადებს რუსი ექსპერტი.

რას უნდა ველოდოთ ივანიშვილის ხელისუფლებისაგან? - კითხვას სვამენ რუსები. 'თბილისის რიტორიკაში არ გამოჩენილა პრინციპული ცვლილებები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ელოდებოდნენ, რომ რეინტეგრაციის სამინისტროს სახელწოდება შეცვლილი იქნებოდა, თუმცა, ეს ასე არ მოხდა. ზაქარეიშვილმა, რომელიც ამ საკითხებთან მიმართებაში, ცნობილი იყო როგორც ლიბერალი პოლიტიკოსი, კარდინალურად შეცვალა თავისი პოზიცია' - წერს 'რეგნუმი'.

ახალი ხელისუფლების მიერ წამოყენებული საკითხები, არ პასუხობს ცხინვალის და სოხუმის ინტერესებს, ასევე, რუსეთის ხელისუფლების, რომელიც 'სამხრეთ ოსეთს' და აფხაზეთს განვითარებაში ეხმარება. 'რეგნუმი' ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად გაკეთებული განცხადებებისა, რომ ივანიშვილს სურს რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ დაადასტურა, რომ საამისოდ კონკრეტული გეგმა ჯერ არ არსებობს. მინისტრმა ასევე ისიც განაცხადა, რომ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან არ აღდგება, ვიდრე ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. აქედან გამომდინარე, რუსები აკეთებენ დასკვნას, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის მიუხედავად, რუსეთს საქართველოს სტრატეგიის მკვეთრი ცვლილება არ უნდა ჰქონდეს, მეტიც, მათი აზრით, 'ივანიშვილის ხელისუფლება, სააკაშვილის მმართველობის გაგრძელებაა'.

  'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები