მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსები საკუთარი ქვეყნის დასაცავად მზად არ არიან

„ლევადა-ცენტრმა' რუსეთში საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა. ქვეყნის 45 რეგიონში მათ 1 600 კაცი გამოკითხეს თემაზე: როგორ მოიქცეოდნენ, თუკი მათი სამშობლო მტრის თავდასხმის შემთხვევაში დიდ ომში ჩაერთვებოდა?

რესპონდენტები 18 წელს ზემოთ მყოფი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 21% იყო მზად, თავისი ნებით დაეცვა ქვეყანა. დაახლოებით 23%-მა განაცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში წავიდოდნენ ფრონტზე, თუკი სამხედრო კომისარიატი მოსთხოვდათ.

რესპონდენტთა 26%-მა აღნიშნა, რომ ნაკლები ალბათობით წავიდოდა ფრონტზე, ხოლო ყოველმა მეათემ ღიად განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, ქვეყანას დატოვებდა და იქ წავიდოდა, სადაც „მეტი სიმშვიდე' იქნებოდა. გამოკითხულთა 20%-მა დასმულ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა, რადგან პოზიცია ჯერ კიდევ არ ჰქონდა ჩამოყალიბებული.

საბოლოო ჯამში მიღებული დასკვნით, საკუთარი ქვეყნის დასაცავად რუსეთის მოქალაქეთა 45%-იც არ არის მზად.

internet.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები