მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> „რუსეთის კოლონიად ყოფნა ბედისწერა არ არის“ - კავკასიური კონფერენცია სტამბოლში

სტამბოლში საერთაშორისო კავკასიური კონფერენცია ჩატარდა, რომლის ორგანიზატორიც თურქეთის კავკასიური დიასპორა „იმკანდერი' იყო.
„რუსეთის კოლონიად ყოფნა ბედისწერა არ არის', - იმეორებდა დარბაზი შეხვედრის მოდერატორთან, რიდვან კარაიასტან ერთად - იუწყება „ეხო კავკაზას' კორესპონდენტი კონფერენციიდან.

მისი თქმით, თავად შეკრება შთამბეჭდავი იყო იმით, რომ იქ თავი მოიყარეს სრულიად განსხვავებულმა ტიპაჟებმა: ქალბატონებმა ნიქაბებსა და ხიჯაბებში, ბუდისტმა მონომახებმა, კოსტიუმებში გამოწყობილმა ევროპელებმა და კავკასიელებმა, რომელთა ტრადიციონალიზმსაც კარაკულის ფაფახები უსვამდა ხაზს...

კონფერენციაში ევროპისა და არაბული ქვეყნების კავკასიური დიაპოსრები მონაწილეობდნენ, ასევე, ჟურნალისტები და უფლებადამცველები იაპონიიდან, საქართველოდან და ევროკავშირიდან. თურქული მხარე წარმოდგენილი იყო კონფერენციის ორგანიზატორებით - საქველმოქმედო ფონდ „იმკანდერით' და სტამბულის ფატიხის რაიონის პრეფექტით.

კონფერენციის ორგანიზატორთა განცხადებით, მთავარი მიზანი კავკასიელი ხალხის გაერთიანებაა.

სხვადასხვა კავკასიური ეთნოსის წარმომადგენლები კი თავის გამოსვლებში თითქმის ერთხმად მიუთითებდნენ, რომ რუსეთის იმპერიამ თუ საბჭოთა კავშირმა მათი ხალხის გენოციდი მოახდინეს. დასკვნა, რომელიც ამ მსჯელობებიდან გამომდინარეობდა, ასევე ყველა გამოსვლის შემდეგ იდენტური იყო: რუსეთის ხრწნადი გავლენიდან გათავისუფლების ერთადერთი საშუალება - დამოუკიდებლობაა.

ისტორიკოსები და უფლებადამცველები, რომლებმაც კონფერენციის გახსნისას წარმოსთქვეს სიტყვა, რუსეთ-კავკასიის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტებს აანალიზებდნენ. ისტორიკოსები ჩრდილოეთ კავკასიის შეიარაღებულ წინააღმდეგობაზე საუბრობდნენ, - შეიხ მანსურიდან დაწყებული, დოკუ უმაროვით დამთავრებული. ჩერქეზული დიასპორა კი ყურადღებით უსმენდა საქართველოში ჩერქეზული კულტურული ცენტრის, ალექსანდრე კვახაძის გამოსვლას ჩერქეზთა გენოციდის შესახებ, რომელიც მან თურქულ ენაზე წაიკითხა.

ავსტრიაში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა ვახა ბანჟაევმა ჩეჩნეთში მოწყობილი სასაკლაოს გამო გააკრიტიკა არა მარტო რუსეთი, არამედ ევროპელებიც. ჩეჩენი ჟურნალისტი ახმედ სარალი კი იმედოვნებდა, რომ რუსეთი მალე დაიშლება და დასავლეთი კავკასიელებს მის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.

დიასპორების წარმომადგენლებმა ამ გამოსვლების შემდეგ ერთი მთავარი კითხვაც დასვეს: შეძლებენ კი კავკასიელი ხალხები, რუსეთის კავკასიიდან გაძევების შემდეგ ააშენონ ერთიანი სახელმწიფო, თუკი თუნდაც, ბოლო 10 წლის განმავლობაში მათ ვერ მოახერხეს ტრადიციული ნაციონალიზმი აღმოეფხრათ და ერთმანეთთან საერთო ენა გამოენახათ.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები