მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსეთის პატრიარქმა აფხაზი სასულიერო პირები გააკრიტიკა

რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ის აფხაზი სასულიერო პირები გააკრიტიკა, რომელთაც საქართველოს ეკლესიისგან გამოყოფა სურთ. 'გაზეტა.რუ'-ს ინფორმაციით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ აფხაზეთის ახალი მიტროპოლიის შექმნა კიდევ უფრო გაართულებს აფხაზეთის საეკლესიო საკითხის გადაწყვეტას. 
'ეკლესიის კანონები არ ითვალისწინებენ ახალი მიტროპოლიის და მით უმეტეს, ავტოკეფალური ეკლესიის ჩამოყალიბებას საეკლესიო-სახალხო შეკრების საფუძველზე, ხოლო სახალხო კრების მიერ ეპისკოპოსთა კანდიდატების დასახელება პირდაპირ არის აკრძალული', _ ეს განცხადება 'ინტერფაქს-რელიგიასთან' საუბარში რუსეთის საპატრიარქოს საეკლესიო საგარეო საქმეთა განყოფილების უფროსის მოადგილემ ნიკოლა ბალაშოვმა. 
15 მაისს, ახალი ათონის მონასტერში საეკლესიო-სახალხო შეკრების მონაწილეებმა ახალი მიტროპოლიის შექმნის შესახებ განაცხადეს. მათივე აზრით, მიტროპოლია დროთა განმავლობაში აფხაზეთის დამოუკიდებელ ეკლესიად უნდა ჩამოყალიბდეს. 
'გაგებით ვეკიდებით აფხაზი ხალხის მისწრაფებას, ქვეყანაში მართლმადიდებლობას სათანადო ადგილი დაუმკვიდროს. თუმცა ეკლესიურ ცხოვრებაში პოლიტიკური ვნებების ჩართვა, მორწმუნეებს შორის განხეთქილების გაჩენა _ ეს მხოლოდ და მხოლოდ ართულებს აფხაზეთის ეკლესიის საკითხის ლეგიტიმურ გადაწყვეტას', _ განაცხადა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს წარმომადგენელმა. 
ცოტა ხნის წინ ახალი ათონის შეკრებაში მონაწილეობისგან თავშეკავების განცხადება გააკეთა აფხაზმა სასულიერო პირმა ბესარიონ აპლიამ. მისი თქმით, აფხაზეთის ეკლესია მხოლოდ რუსეთის ეკლესიის მხარდაჭერით შეძლებს გაძლიერებას. 
შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთის დეფაქტო პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამაც, საქართველოს საპატრიარქოში კი სპეციალური განცხადება გააკეთეს და აფხაზეთში მცხოვრებ ყველა მართლმადიდებელს მოუწოდეს, 'გარეშე ძალების მიერ ინსპირირებულ პროცესებზე მაღლა დამდგარიყვნენ და აღადგინონ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური ერთობა'.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები