მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსეთის საგარეო უწყებაში ზუგდიდის განვითარებაზე ფიქრობენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს, როგორც ჩანს, გეოგრაფია აერია და რატომღაც ზუგდიდის რაიონში სოციალურ-ეკოლოგიური პროექტების განხორცილებაზე დაიწყო ფიქრი და მსჯელობა.

ჟურნალ „ოგონიოკისთვის' მიცემულ ინტერვიუში კარასინის ტონალობა საკმაოდ უჩვეულოა. ის ჟენევის დისკუსიებისა და ინცინდენტების პრევენციის ჯგუფების შეხვედრების ნაყოფიერებაზე ალაპარაკდა და განაცხადა, რომ ეს დიალოგი დღის წესრიგში აყენებს „წინსვლის' აუცილებლობას. წინსვლაში კი კარასინი ადამიანებს შორის (აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის) კონტაქტებისა და  ურთიერთნდობის აღდგენას, ასევე „დაზარალებულ რაიონებში სოციალურ-ეკონომიკური პროექტების' განხორცილებას გულისხმობს:

„ეს ეხება სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე წყლით სარგებლობის სისტემის რეკონსტრუქციას, ასევე სოციალური და ეკოლოგიური პროექტების განხორციელებას აფხაზეთის გალის რაიონში და საქართველოს ზუგდიდის რაიონში' - განაცხადა კარასინმა. მისივე თქმით, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში წარმოებული დიალოგიც საკმაოდ წარმატებულია და ეს შეხვედრები „სტაბილურობისა და რეგიონში უსაფრთხოებისა და ნდობის ელემენტად იქცა'.

გრიგორი კარასინმა „ოგონიოკს' სეპარატისტული რეჟიმების „მოკრძალებული პრეტენზიებიც' გააცნო და აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ამ პრეტენზიებიდან გამომდინარე დაისმება.

კერძოდ, კარასინის თქმით, საუბარია, ტერმინის - „ოკუპირებული ტერიტორიების' აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში გამოყენებაზე, რადგან მოსკოვი თვლის, რომ ეს ტერმინი ამ რეგიონებისთვის „იურიდიულად წამგებიანია' და თურმე „შეურაცხყოფს ამ რესპუბლიკების ხალხებს'.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები