მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ის ელჩს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთში აშშ-ის ელჩს, მაიკლ მაკფოლის არაპროფესიონალიზმში და ორი ქვეყნის ურთიერთობის ასპექტების დამახინჯებაში ადანაშაულებს. 
რუსული მედიის ცნობით, ოფიციალური მოსკოვის აღშფოთება გამოიწვია მაკფოლის განცხადებამ, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა 2009 წელს ყირგიზეთის ხელისუფლება მოისყიდა, რათა ამერიკული 'მანასის' ბაზის ლიკვიდაცია მომხდარიყო.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ასევე არაპროფესიონალიზმია მაკფოლის მხრიდან მტკიცება, რომ რუსეთი აშშ-ის 'ირანის საქართველოზე გაცვლას' სთავაზობდა. 
რუსეთის საგარეო სამინისტრო აღნიშნავს, რომ ელჩის განცხადებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამყარებას უნდა ემსახურებოდეს და არა მედიასივრცეში არარეალური ინფორმაციის ტირაჟირებას.
აღნიშნული განცხადებები აშშ-ის ელჩმა 25 მაისს, მოსკოვის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები