მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსეთის საგარეო უწყება საქართველოში რუსული გემის დაკავებას გამოეხმაურა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებით, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების დაცვის სექცია საქართველოში რუსული მშრალტვირთმზიდის დაკავების გარემოებებს სწავლობს .  სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული კომენტარის თანახმად, ლუკაშევიჩი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც გემის ბორტზე იმყოფებოდნენ, ასევე გაეწევა საკონსულო დახმარება.
ლუკაშევიჩის ინფორმაციით, გემი მაშინ დააკავეს, როდესაც თურქეთის პორტ ხოფაში უნდა შესულიყო და შესაბამის ელოდებოდა.
საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმარუსეთის დროშით მცურავი ტვირთმზიდი PUღ-NAVOLOK-ი გუშინ, ნაოსნობის წესების დარღვევისთვის დააკავეს. ეკიპაჟი 10 წევრისგან შედგება. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა. გემის კაპიტნის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - იური დანილოვის მიმართ წინასწარი გამიძიება მიმდინარეობს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები