მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსეთის საგარეო უწყება ქართველი მაშველების ეფექტურობას აღიარებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს სამაშველო ჯგუფების მიერ სვანეთში, რუსი ტურისტების გადასარჩენად განხორციელებულ სამუშაოებს ემხაურება . როგორც რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოთხი რუსი მოყვარული მთამსვლელის ევაკუაცია მიუდგომელი და რთული ადგილიდან განხორციელდა.
'ერთ-ერთ დაშავებულს სამედიცინო დახმარებაც აღმოუჩინეს. საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის სექციის ინფორმაციით, ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. მადლიერებით აღვნიშნავთ ქართველი მაშველების ეფექტურ მუშაობას'-ნათქვამია განცხადებაში.
ორდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სვანეთში, თეთნულდის მთაზე მყოფი 4 რუსი ალპინისტი გუშინ გამოიყვანეს. სამაშველო ოპერაციებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 8-კაციანი ჯგუფი მონაწილეობდა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები