მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსეთის საგარეო უწყება: როდიონოვს საქართველოში გაასამართლებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბეჭდვისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მარია ზახაროვა, რუსულ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში აფხაზეთის უკანონოდ მონახულების ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქის კონსტანტინე როდიონოვის სასამართლო პროცესი ორშაბათს გაიმართება.

'ამჟამად როდიონოვი საქართველოში რჩება სასამართლოს მოლოდინში. სასამართლო 2 აპრილსაა დანიშნული. მან დაამყარა კონტაქტი რუსეთის ინტერესების სექციასთან და მას ყველა საჭირო დახმარებით უზრუნველყოფენ', _ განაცხადა ზახაროვამ.

რუსული მედია აღნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქე კონსტანტინე როდიონოვი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 17 მარტს დააკავეს და მას ბრალად თბილისი თანხმობის გარეშე აფხაზეთის მონახულება წაუყენეს.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები