მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ცხინვალში სამხედრო ობიექტებს ათვალიერებს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ხელმძღვანელობით, რუსეთის ოფიციალური დელეგაცია სტუმრობს,- იუწყება სააგენტო „რეგნუმი'.

დელეგაციის წევრები ოკუპირებულ რეგიონში განთავსებულ რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზასაც მოინახულებენ.

რაშიდ ნურგალიევი ამ დღეებში აფხაზეთშიც იმყოფებოდა, სადაც მან ასევე დაათვალიერა სამხედრო ობიექტები.

რუსეთის დელეგაცია უკვე შეხვდა მარიონეტული რეჟიმის ლიდერს ლეონიდ თიბილოვს და ე.წ. მთავრობის წევრებს.

მათ სამეურნეო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ცხინვალში მშენებარე სამშენებლო მასალების ქარხანა დაათვალიერეს. ასევე ყვავილები მიიტანეს „სამშობლოს დამცველთა' მემორიალთან ცხინვალის №5 სკოლის ეზოში. გვირგვინები დააწყვეს, ასევე რუსი „სამშვიდობოების დაღუპვის ადგილზე, იქ სადაც 2008 წელს ე.წ. ზემო გარადოკის ყაზარმები იყო განთავსებული' - წერს სააგენტო.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ხელმძღვანელობით ჩასულმა დელეგაციამ ცხინვალში გამართულ შეხვედრებზე რეგიონში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება და რუსეთთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

internet.ge 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები