მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსეთის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი ანქვაბს „ქართველ დივერსანტზე“ ესაუბრა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ალექსნადრე ანქვაბს შეხვდა და მასთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის „საზღვრების' უსაფრთხოების საკითხები განიხილა.

საუბარი შეეხო გალის რაიონში მომხდარ ფაქტსაც, როცა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა „ქართული დივერსიული ჯგუფის წარმომადგენელი გააუვნებელყვეს,' - იუწყება „აპსნიპრესი'.

სააგენტოს ცნობით, ანქვაბმა და ნურგალიევმა რუსეთისა და აფხაზეთის უშიშროების საბჭოების უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება და კონკრეტულ შემთხვევებში ურთიერთქმედების საკითხებიც განიხილეს.

Internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები