მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსეთი აფხაზეთში ჯარებს 2,5-ჯერ გაზრდის

ინტერნეტგამოცემა 'ლაიფნიუსისთვის' ცნობილი გახდა, რომ 'საქართველოს მხრიდან პროვოკაციების თავიდან ასარიდებლად', რუსეთი და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი აფხაზეთ-რუსეთისა და ე.წ. აფხაზეთ-საქართველოს საზღვრებზე რუსეთის ძალების გაზრდის საკითხზე შეთანხმდნენ. აღნიშნული შეთანხმება 2014 წლის სოჭის ოლიმპიადას უკავშირდება. 
რუსეთის თავდაცვის უწყების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ამ დროისთვის, საქართველოს მხრიდან, ჯერ კიდევ გრძელდება პარტიზანული ომები გალის რაიონში. მისი თქმით, სოხუმი და მოსკოვი შეთანხმდნენ, ამ რეგიონში სამშვიდობო ძალების გაზრდის თაობაზე. ანონიმი მაღალჩინოსნის განცხადებით, 2013 წლისთვის რუს სამშვიდობოთა რაოდენობა აფხაზეთში 3500 ადამიანამდე გაიზრდება. დღეისთვის მათი რაოდენობა 1500-ს შეადგენს. მისივე თქმით, აღნიშნული რაოდენობა არ აჭარბებს იმ პარამეტრებს, რომელიც დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების გადაწყვეტილების ფარგლებშია დადგენილი. 
როგორც დე-ფაქტო ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია აცხადებს, არავის არ უნდა გაუჩნდეს ეჭვი იმის შესახებ, რომ რუსეთი და აფხაზეთი საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოებას დაიცავს.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები