მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსეთი გაერო-ს რეზოლუციას 'პოლიტიზირებულ დოკუმენტს' უწოდებს

გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნების უფლებას აღიარებს, მოსკოვმა 'პოლიტიზირებული დოკუმენტი' უწოდა. ამის შესახებ 'რია ნოვოსტი' იუწყება. 
'საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად, საქართველო ყოველწლიურად ერთსა და იმავე მანევრს იყენებს', - განაცხადა გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ალექსანდრ პანკინმა. მისივე თქმით, სრულიად ნათელია, რომ რეზოლუციის პროექტში რეგიონში არსებული თანამედროვე პოლიტიკური რეალობა არ არის გათვალისწინებული.
პანკინის თქმით, რეზოლუციის სათაურიდან, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის უფლების მიცემა საკუთარ სახლებში დაბრუნების თაობაზე, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ჩანს, თითქოს, ეს რეგიონები საქართველოს კუთვნილებაა. 
'დღევანდელი ობიექტური რეალობა კი ისეთია, რომ რეგიონში დამოუკიდებელი სახელმწიფოები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არსებობენ და ამის გაგება როგორც საქართველოს, ისე მის მოკავშირეებს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევთ', - განაცხადა პანკინმა 
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილების დაბრუნების უფლება აღიარა. 
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 57-მა სახელმწიფომ, 13 წინააღმდეგი იყო, ხოლო 74-მა თავი შეიკავა 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები