მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსეთი დაბრუნდა!

რუსეთი დაბრუნდა იმისათვის, რომ მსოფლიომ რუსეთი აღიაროს გლობალურ დერჟავად, პუტინი წინააღმდეგობას გასწევს სირიაში. 
საბჭოთა კავშირმა 1971 წელს შეიძინა სამხედრო-საზღვაო პორტი ტარდუსი (ასეა ტექსტში _ 'ივერონი') რამე განსაკუთრებული მიზნის გარეშე.
როდესაც კადაფი დაეცა, ტარდუსი იქცა ერთადერთ ადგილად რეგიონში, სადაც წარმოდგენილი იყო რუსეთი. ამ ფაქტმა და კიდევ იმან, რომ სიახლოვეს აღმოჩენილ იქნა გაზის უზარმაზარი საბადოები, ყოფილი არცთუ მნიშვნელოვანი პორტი სტრატეგიულ ობიექტად აქცია.
თავის დროზე, რუსეთმა ვერ ამოიცნო, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს 1973 წლის რეზოლუცია, რომელიც მიზნად ახალი პოლიტიკის - 'დაცვის პასუხისმგებლობა~ გატარებას ისახავდა, ნიღბავდა საიდუმლო ჩანაფიქრს. ამან ეს რეგიონი არასაფრენი ზონიდან ნატოს თავისუფალ საცეცხლე ზონად აქცია. ვეტოს გამოუყენებლობის ამ სტრატეგიულმა შეცდომამ შედეგად კადაფის რეჟიმის განადგურება მოიტანა, რაც რუსეთს მშენებლობაზე კონტრაქტების ანულირებად და გაზსა და ნავთობში ჩადებული 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციების დაკარგვად დაუჯდა.
ეს იყო რუსეთისთვის ერთერთი დამამცირებელი დამარცხება, რის მსგავს შეცდომას პუტინი თავის პრეზიდენტობის პერიოდში არ დაუშვებს. 'კგბ~-ს ოფიცერად მუშაობის მომენტიდან ის ხედავდა თუ როგორ კარგავდა საბჭოთა იმპერია თავისი მოსახლეობის ნახევარს, მიწის მასივების მეოთხედს, და თავის გლობალური გავლენების უდიდეს ნაწილს. საბჭოთა კავშირის დაშლას მან გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა.
ვაშინგტონის ზეწოლის მიუხედავად, ნაცვლად იმისა, რომ ბაშარ ალ ასადი დაარწმუნოს ხელისუფლებიდან წასვლის აუცილებლობაში, პუტინი ამ იზოლირებული რეჟიმისადმი ერთგულებას ინარჩუნებს. მისი გათვლა გადის იმაზე, რომ მოიპოვის პოლიტიკური და ეკონომიკური უპირატესობა სამხრეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.
ანტიასადური ალიანსის გამო რუსეთმა დაკარგა ევროპაში ბუნებრივი გაზის ბაზარზე კონტროლი და კონტინენტზე მიმდინარე მოვლენებზე გავლენა. 2011 წლის ივლისში ირანსა, ერაყსა და სირიას შორის შედგა შეთანხმება 'სამხრეთ პარსის~ გაზის საბადოებიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპისაკენ გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს გაზსადენი, რომელიც უნდა ემართა 'გაზპრომს~, გაატარებდა 110 მილიონ კუბურ მეტრ გაზს.
ძალადობამ ერაყზე და სირიის სამოქალაქო ომმა წერტილი დაუსვა ყველა იმედს იმასთან დაკავშირებით, რომ გაზსადენი ოდესმე აშენდება, მაგრამ დარჩა ერთი იმედი. ასადისათვის ერთი შესაძლებლობა ისაა, რომ დაიწყოს სირიის განაწილება სამ ზონად _ ალავიტური, ქურთული და სუნიტური.
რუსები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ დასავლეთის გავლენიან სახემწფიოებში ხედავენ მზარდ ტრენდს არასასურველი რეჟიმების ჩანაცვლების და რუსეთის იზოლაციის თავლსაზრისით. მათ დაინახეს აშშ-ის დაუფარავი ჩარევა უკრაინასა და საქართველოში. რუსეთის პროტესტის მიუხედავად, მოხდა სერბეთისგან კოსოვის ჩამოცილება. მოხდა ნატოს გაფართოება ბალტიის სახელმწიფოებში, მიუხედავად დაპირებისა, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა რუსეთის საზღვრებამდე. რუსეთი ამჟამადაც ხედავს ვაშინგტონის ხელს სირიის კონფლიქტებში. აშშ ხელმძღვანელობს საომარ ოპერაციებს თურქეთთან, კატართან და საუდის არაბეთთან ერთად მართვის ცენტრიდან ადანაში, რომელიც სირიის საზღვრიდან 60 მილზე მდებარეობს, სადაც ასევე არის ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზების ადგილსამყოფელი. რუსეთი აშშ-ს და ევროპას შეახსენებს, რომ მათი ურთიერთობა სხვადასხვა ჯურის მუსულმან ექსტრემისტებთან არის ძალიან სახიფათო თამაში.
რუსეთი თავის გადაწყვეტილებას, რომ დაბლოკოს კიდევ ერთი ცვლა რეჟიმისა, ამაგრებს ჰაერსაწინააღმდეგო სრულყოფილი სისტემების განთავსებით და მომსახურებით.
იმ ჩარჩოებში, რაც ახლო აღმოსავლეთის კაზინოდ იქცა, პუტინი ფსონს დებს იმაზე, რომ, ასეთ შემთხვევაში, ნატო აღარ წავა იმ დანახარჯებზე, რასთანაც მიიყვანს საჰაერო ოპერაცია იმ ტიპისა, რომელიც ლიბიაში გამოიყენეს. ხოლო იმ შემთხვევსათვის თუ პუტინის ეს ჩანაფიქრი იქნება იგნორირებული, 'ისკანდერის~ ტიპის რაკეტები განლაგებულია თურქეთისა და იორდანიის საზღვრების გასწვრივ. ისინი დამიზნებულია ბაზებზე იორდანიაში, რომლებიც აშშ-ის მიერ იმართება და თურქეთის სხვა და სხვა სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის 'პეტრიოოტის~ ტიპის რაკატების სასტარტო პოზიციებზე.
პუტინი დარწმუნებულია, რომ ამ პოკერში ის ძალიან მაღალ ფსონს მოიგებს. რუსეთს გააჩნია ანკარაზე ზეწოლის ბერკეტები, რომელსაც არ შეუძლია ეს მხედველობაში არ იქონიოს. ანკარაში კარგად იციან, რომ გაზი პუტინის დიპლომატიური იარაღის ერთ-ერთი სახეობაა. როდესაც აშშ და თურქები ნახავენ, რომ ასადის ჩამოგდების შანსი მცირეა, მათ არაფერი დარჩებათ იმის გარდა, რომ მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს რუსეთი, როგორც მფარველი და შუამავალი. ეს აღადგენს ხმელთაშუა ზღვაზე რუსეთის პოზიციებს, რის შემდეგ პუტინს საფუძველი ექნება დაბეჯითებით თქვას, _ რუსეთი დაბრუნდა! 
ამის შემდეგ რუსეთს თავისუფლად შეეძლება რეგიონებში მისი ინტერესების ირგვლივ კონცენტრირება. რა არის რუსეთის რეალური ინტერესი ამ რეგიონში? _ რა თქმა უნდა, გაზი, ნავთობი და ძალაუფლება, რომელიც ყოველივე ამის კონტროლის საშუალებას იძლევა.

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები