მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსეთი და საქართველო: იმპერიული მოლოდინი...

'უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები ისე იქცევიან, თითქოს რუსეთი საქართველოზე გავლენის აღდგენით დაინტერესებული არ არის', _ ასე იწყება რუსი ჟურნალისტის ანდრეი ეპიშევის სტატია სათაურით 'რუსეთი და საქართველო: იმპერიული მოლოდინი'.

'ბანალურია მაგრამ ფაქტია, რომ მთელი კავკასიის კონტროლი საქარტველოში პროცესების კონტროლის გარეშე შეუძლებელია', _ წერს ავტორი და აღნიშნავს - 'ჩვენის მხრიდან იგრძნობა - ქედმაღლობა, იმპერიული მოლოდინი, რომლითაც თითქოს მივანიშნებთ უმცროს მეზობელს, რომ მან პირველმა უნდა მოიხაროს ქედი. ამ მოლოდინის ფონზე გახშირდა ორმხრივი ვოიაჟები მოსკოვსა და ახლადგამომცხვარ წარმონაქმნებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის - ოქრომბერში ცხინვალს რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტუმრობდა, მოსკოვში ასევე იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთის შს მინისტრი. ორჯერ იყო მოსკოვში სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი და როგორც ლავროვს ისე პუტინს შეხვდა. თუ გავითვალისწინებთ პუტინის გადატვირთულ განრიგსა და მის ფიზიკურ მდგომარეობას, მაშინ ეს დიდი ფუფუნებაა შეხვდე ამ ჯუჯა რესპუბლიკის პრეზიდენტს', _ წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ ასეთივე აქტიურობაა აფხაზეთთან მიმართებაში, თუმცა ყოველივე უმაღლეს დონეზე ოფიციალური შეხვედრების გარეშე მიმდინარეობს. 
ავტორის თქმით, ამბობენ იმასაც, რომ პუტინი განაწყენებულია აფხაზებზე მათი ჯიუტობისა და უმადურობის გამო. 
'ჩვენს მოლოდინებს თან ახლდა ისეთი ბრიყვული ინიციატივები და განცხადებები როგორებიცაა: 'საქართველო დსთ-ში უნდა მივიღოთ', 'თუ საქართველო მოისურვებს დსთ-ში ან სხვა კავშირებშოი გაწევრიანებას - ჩვენ ამას მალევე განვიხილავთ' და ა.შ. ასეთივეა რუსეთის მთავარი სანიტარის გენადო ონიშენკოს მიერ გაკეთებული განცხადებები რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების შესახებ, რომელიც რატომღაც ორბიტაზე გამოდის ან ომამდე ან ომის შემდეგ ან არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ, რითაც თავის განცხადებებს პოლიტიკურ ელფერს სძენს', _ ნათქვამია სტატიაში. 
ავტორის თქმით, არავის სურს დაფიქრდეს იმაზე, სურს თუ არა ქართველებს დსთ-ში ან კიდევ სადმე სხვაგან გაწევრიანება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე.

'ყველას კარგად ესმის, რომ 2008 წლის შემდეგ ახალი რეალობებია შექმნილი და რომ რუსეთი უკან არ დაიხევს იმისგან, რაც უკვე გააკეთა და რაც უკვე ომით ჩაიგდო ხელში. ასევე ყველასათვის გასაგებია ის, თუ როგორ მივაღწიეთ ჩვენ ამას. საქართველო შესაძლოა დაადანაშაულო იმაში, რომ ის პირველი დაესხა თავს მძინარე ცხინვალს, მაგრამ თი მხარს უჭერ და აქეზებ სეპარატიზმს რომელიმე სახელმწიფოში, ნებისმიერი მთავრობა ანალოგიურად მოიქცევა', _ ნათქვამია სტატიაში და იქვე აღნიშნულია, რომ უფლებების დამცველებთან შეხვედრაზე ახლახანს, ვლადიმერ პუტინი ცდილობდა გაემართლებინა ჩეჩნეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყება და თქვა, რომ სხვა ვარიანტი მას არ ჰქონდა. ასეთი მიდგომა ან ორმაგი სტანდარტია ან ჩვენ გვქონდა სურვილი საქართველოში ის მიგვეღო რაც გვაქვს. 
'და რა გვაქვს? გვაქვს ორი, როგორც პოლიტიკურად ისე ფინანსურად ჩვენზე დამოკიდებული წარმონაქმნი და საბოლოოდ დაკარგული საქართველო, რომელიც უკვე ნატოს კარზე აკაკუნებს. ვინ იტყვის რა არის უკეთესი: საქართველო ნატოში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზების სანაცვლოდ თუ ერთიანი საქართველო დსთ-ში თუ არა ყოველ შემთხვევაშუ არც ნატოში? ეს რა თქმა უნდა ჩვენი და თქვენი გადასაწყვეტი არ არის. არის ის ვინც ჩვენს ნაცვლას ფიქრობს',_ წერს ავტორი. 
მისივე თქმით, ვიდრე რუსეთი ფიქრობს და ელოდება საქართველოს ახალი პრემიერ მინისტრი ბრიუსელში უკვე შეხვედრებს მართავს. ნატო ახალი სამიტისათვის ემზადება და საქართველოს აქვს ყველა შანსი იმისა, რომ გაწევრიანების გზაზე კიდევ რამდენიმე ნაბიჯით წაიწიოს წინ. 
'ამბობენ, რომ საქართველოს შესაძლოა ე.წ. მაპი მისცენ ან სულაც მიიღონ წევრად და იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჩვენ განზრახ ვუბიძგებთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისაკენ',_ ნათქვამია სტატიაში.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები