მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსეთი ვმო-ში ოფიციალურად გაწევრიანდა

რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ოფიციალურად გაწევრიანდა. ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს იმ ოქმის რატიფიკაციის შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციის ორგანიზაციაში გაწევრიანებას ითვალისწინებს.

საუბარია 1994 წლის 15 აპრილს დადებულ მარაკეშის შეთანხმებაზე. იგივე კანონი დუმაში 18 ივლისს დაამტკიცეს. 

მოსკოვი მოლაპარაკებებს სავაჭრო ორგანიზაციაში გასაერთიანებლად 18 წლის განმავლობაში აწარმოებდა. ვლადიმერ პუტინის თქმით, ორგანიზაცია რუსეთს მრავალი სავაჭრო ბარიერის მოხსნასა და ინვესტიციების მიზიდვაში დაეხმარება.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები