მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსეთი ლიბიისთვის იარაღის მიწოდებას აღადგენს

პრეზიდენტის პოსტზე დიმიტრი მედვედევის ერთ-ერთი ბოლო განკარგულება ლიბიისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვის გაუქმებაა, - იუწყება „რია ნოვოსტი'.

დოკუმენტი, რომელიც 6 მაისითაა დათარიღებული, ლიბიისთვის შეიარაღებისა და ყველა ტიპის მატერიალური საშუალებების მიწოდების, გადაცემისა და მიყიდვის უფლებას ითვალისწინებს.

ამ განკარგულებით მედვედევმა 2011 წელს მიღებული საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა, როცა სამხედრო საშუალებების ლიბიისათვის მიწოდება მან გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შემოღებული ემბარგოს შესაბამისად აკრძალა.

ამის შემდეგ ითქვა, რომ ლიბიისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების აკრძალვის გამო, რუსეთმა, დაახლოებით, 4 მილიარდი დოლარი დაკარგა. თუმცა მოგვიანებით თავად ლიბიამ განაცხადა, რომ არ აპირებს იმავე მასშტაბებში განაგრძოს მოსკოვთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, რადგან „ამდენი იარაღი, უბრალოდ, არ არის საჭირო'.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები