მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსეთი საქართველოს რემილიტარიზაციაზე საუბრობს

რუსეთი შეშფოთებულია საქართველოს შესაძლო გადაიარაღებით - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა.

„მუდმივად სერიოზულ ყურადღებას ვაქცევთ საქართველოს რემილიტარიზაციის თავიდან აცილებას. ამ თემას ჩვენ მუდმივად გამოვყოფთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ორმხრივი კონტაქტების დროს, ასევე მრავალმხრივი შეხვედრებისას.

თავდაცვის მინისტრმა და გენშტაბის უფროსმა უკვე აღნიშნეს ამ ქვეყანაში შეიარაღების მიწოდების საფრთხე' - განაცხადა ანტონოვმა „რია ნოვოსტიში' გამართულ პრესკონფერენციაზე.

მიმდინარე წლის თებერვალში ვლადიმერ პუტინმა, როცა მას ჯერ კიდევ პრემიერის პოსტი ეკავა, შეცდომა უწოდა შეერთებული შტატების ქმედებას, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში გამოიხატება და გააფრთხილა თბილისი, თავი შეიკავოს განმეორებითი აგრესიისგან.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები