მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს

რუსეთი მზადაა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებას დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს , - ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

სანაცვლოდ რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას ცალკეულ პირობებს სთავაზობს და მისგან ამ შეთავაზებებზე ადეკვატურ რეაქციას ელოდება.

'კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ ვიყავით და ვრჩებით დაინტერესებული ქართველი და რუსი ხალხის ურთიერთობების განმტკიცებისა. მზად ვართ, საქართველოს ხელისუფლების საპასუხოდ, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის. ამისთვის აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ უზრუნველყოს საიმედო სამართლებრივი პირობები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიებს შექმნიდა საქართველოში სტუმრობისას. ვთავაზობთ, ასევე, აღდგეს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები. ველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ამ შემოთავაზებებთან დაკავშირებით', – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებაში.

მისი განცხადების თანახმად, რუსული მხარე ყოველთვის გამოდიოდა ერებს შორის ჰუმანური ურთიერთობის შენარჩუნებისა და გამყარებისთვის, ასევე, ხალხთა შორის კონტაქტების მაქსიმალური გაიოლებისთვის. ლუკაშევიჩის თქმით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლების საომარმა ავანტიურამ და შემდეგ ქართული მხრიდან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამ, აღნიშნული კავშირებიც გაწყვიტა.

'უფრო მეტიც, თბილისის ხელისუფლებამ კურსი აიღო რუსეთის სახით საზოგადოებაში მტრის ხატის შექმნისკენ და საქართველოს სკოლებიდან რუსული ენის განდევნისკენ. ინგრევა დიდი სამამულო ომის გმირების ძეგლები, ხდება ისტორიის გადაწერა იმ მიზნით, თითქოს საქართველო საუკუნეების განმავლობაში რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. ამ სიტუაციაშიც კი, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალური გავაკეთოთ: აღვადგინოთ სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა ჩვენს ქვეყნებს შორის; დაუბრკოლებლად ფორმდება რუსეთის ვიზები ნათესავებთან გასამგზავრებლად; აღარაფერს ვამბობთ ექსტრემალურ ჰუმანიტარულ შემთხვევებზე; ჩვენს ამოცანას ვხედავთ იმაში, რომ არ დავუშვათ ერებს შორის ტრადიციული ისტორიული სიახლოვის გაწყვეტა. ამ კურსს მომავალშიც გავაგრძელებთ', – აცხადებს ლუკაშევიჩი.

მისივე განცხადებით, საქართველოში რუსების 'გულითადად დაპატიჟების' და მათთვის რაც შეიძლება 'ხელსაყრელი რეჟიმის' დაპირების მიუხედავად, სააკაშვილმა, რა თქმა უნდა, იცის, რომ საქართველოში მის მიერვე შემოღებული კანონები მოქმედებს, რომლის თანახმადაც, რუსეთის მოქალაქეების გარკვეული ნაწილი საქართველოში ჩასვლისთანავე სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარება. 'ეს ეხება მათ, ვინც ბოლო წლებში სტუმრობდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. სოჭში დამსვენებელი ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რამდენიმე საათით იმყოფებოდა რიწის ტბაზე, 'ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად' დამნაშავედ ითვლება და 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმის გადახდა ემუქრება. ჩვენმა ზოგიერთმა მოქალაქემ უკვე მიიღო ასეთი სასჯელი',-ამბობს ლუკაშევიჩი. მისი თქმით, მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ ქართული მხარის ინიციატივით შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის გამო, რუსეთის შესაძლებლობები საკონსულო და სამართლებრივი კუთხით საკუთარ მოქალაქეებთან დაკავშირებით შეზღუდულია.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები