მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსეთმა გალის რაიონში სამხედრო ბაზა ააშენა

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გალის რაიონის სოფელ ოქუმში თანამედროვე სტანდარტების სამხედრო ბაზა ააშენა, რომელიც 120 სამხედრო მოსამსახურეზეა გათვლილი. ვიდეო-კადრებს სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ინტერვიუში აფხაზეთში რუსული სასაზღვრო ძალების მეთაურის მოადგილე აცხადებს, რომ ახალი ბაზა შესაბამისი სასაზღვრო ზოლის გაკონტროლების გარდა, შექმნის საუკეთეოს პირობებს მესაზღვრეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც ოქუმის ბაზაზე ცხოვრებას შეძლებენ. დიმიტრი კოროლიოვი ასევე ამტკიცებს, რომ 2011 წელს აფხაზეთის მთლიანი სასაზღვრო ზოლი, ოქუმის ბაზის შესაბამისი აღჭურვილობით იქნება უზრუნველყოფილი.

onlinenews.ge

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები