მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთი შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში მყოფი ქვეყნების სიაში შეიყვანა

რუსეთის მთავრობამ ე.წ. სამხრეთ ოსეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობაში ან შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში იმყოფებიან . აღნიშნული სია რუსეთის ფედერაციის მთავრობამ გასულ კვირაში დაამტკიცა.
ამავე ჩამონათვალში, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ერთად, მოხვდნენ ერაყი, ავღანეთი, იემენი, ლიბია და პალესტნის ადმინისტრაცია. 
რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა იმ ქვეყნების ჩამონათვალიც, რომლებშიც რთულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებაა. ამ სიაში საქართველო და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა მოხვდნენ. 
ამავე ჩამონათვალში შევიდნენ ალჟირი, გვატემალა, ისრაელი, ირანი, ყირგიზეთი, კოლუმბია, კონგო, კორეა, ლიბანი, ნიგერია, პაკისტანი, სერბეთი, სირია, სუდანი, ტაჯიკეთი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩადი, შრი-ლანკა, ეთიოპია. 
პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას ამ ქვეყნებში მომუშავე დიპლომატებისთვის დამატებითი გარანტიების შემუშავება დაავალა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები