მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსეთმა ”საუკუნის სამხედრო კონტრაქტი” წააგო

რუსეთმა ინდოეთისთვის ავიაგამანადგურებლების მიწოდებაზე გამოცხადებული 10 მლრდ დოლარიანი ტენდერი წააგო. ტენდერის პირობების თანახმად, რუსული მხარე ინდოეთის შეიარაღებული ძლებისთვის 126 'მიგ-35'-ს მიწოდებას გეგმავდა ('მიგ-29'-ის მოდერნიზებული ვარიანტი). 

ახლა ტენდერში მონაწილე ორი პრეტენდენტი დარჩა, ორივე ევროპიდან. ერთი ფრანგული კომპანია Rafale-ია, ხოლო მეორე - იტალიურ-ბრიტანული კონცერნი Eurofighter Typhoon-ი.  

ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება რუსეთისთვის დიდი მარცხია, - წერენ რუსული სააგენტოები. რუსეთის ტენდერში დამარცხება, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ ამ გამანადგურებლებს საკუთარ სამხედრო-საჰაერო ძალებშიც არ მიიღებენ და მსოფლიოში მათი გასაღების შანსები საკმაოდ შემცირდება. 

როგორც 'კომერსანტი' წერს,  რუსეთში დარწმუნებულნი იყვნენ, რომ კონკურსში სწორედ რუსული გამანადგურებლები გაიმარჯვებდნენ. ინდოელი ექსპერტებიც რუსულ 'მიგ-35'-ს საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევდნენ. 

ინდოეთის თავდაცვის სამინისტროდან მიღებულ წერილში 2007 წელს გამოცხადებული ამ ტენდერის შუალედური შეჯამებაა მოცემული. შეტყობინებაში რუსული მხარის წინადადების 14 ნაკლია მოყვანილი. ერთ-ერთი პრეტენზია გამანადგურებლების ძრავას ეხება. 

ambebi.ge 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები