მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსეთმა ცხინვალის რეგიონი შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში მყოფი ქვეყნების სიაში შეიყვანა

 

რუსეთის მთავრობამ ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა შეიარაღებული კონფლიქტის და განსაკუთრებული მდგომარეობის პირობებში მყოფი ქვეყნების სიაში შეიყვანა.

სიაში ერაყი, ავღანეთი, იემენი და ლიბიაც არიან. ჩამონათვალი რუსეთის ფედერაციამ გასულ კვირას დაამტკიცა. კრემლმა გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სიაც, სადაც მძიმე სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობაა.

აღნიშნულ ჩამონათვალში საქართველო და ოკუპირებული აფხაზეთიც მოხვდნენ. ამავე რუსეთის ხელისუფლებამ ალჟირი, გვატემალა, ისრაელი, ყირგიზეთი, კოლუმბია და კონგო შეიყვანა. რუსეთის პრემიერმა კი ამ ქვეყნებში მომუშავე ელჩებს დამატებითი გარანტიების შემუშავება დაავალა.

ჯეონიუსი

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები