მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსეთში რუსეთ-საქართველოს ომის 'გმირად' აღიარებული ანატოლი ლებედი ავარიაში დაიღუპა

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების ვიცე-პოლკოვნიკი, 45-ე ცალკეული სადაზვერვო პოლკის სპეცდანიშნულების რაზმის ოფიცერი, რუსეთში რუსეთ-საქართველოს ომის 'გმირად' აღიარებული ანატოლი ლებედი ავარიაში დაიღუპა . იგი ავარიაში მოტოციკლით მოძრაობისას მოყვა. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს ინტერნეტრესურსებით გავრცელდა. 
შემთხვევა გუშინ, მოსკოვის აღმოსავლეთით, საკონლიკების პარკში მოხდა. იგი მოტოციკლით ბორდიურს შეეჯახა და გზის სავალ ნაწილზე გადავიდა. ლებედი მიღებული ტრავმების შედეგად ადგილზევე დაიღუპა. 
ანატოლი ლებედი 2008 წელს ფოთში შესვლისას რუსული სადესანტო ნაწილების ერთ-ერთი მეთაური იყო. მისი ორგანიზებით და უშუალო მონაწილეობით ააფეთქეს და ჩაძირეს საქართველოს საზღვაო ძალების კუთვნილი მცურავი საშუალებები. მათ შორის სარაკეტო - კატარღები 'თბილისი' და 'დიოსკურია'. გარდა ამისა, ააფეთქა და მწყობრიდან გამოიყვანა საზღვაო ძალების კუთვნილი შენობები, ტექნიკა და ინფრასტრუქტურა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაიტანა სანაპირო დაცვის სწრაფმავალი კატარღები და სხვა ქონება.
ანატოლი ლებედი მედვედევისა და პუტინის კეთილგანწყობით სარგებლობდა და მთავრობასთან დაახლოებულ ოფიცრად ითვლებოდა. 
საქართველოსა და ცეჩნეთში გამოჩენილი 'გიმრობისთVის' მას რუსეთის გმირის წოდება ჰქონდა მინიჭებული.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები