მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსეთში, ნატო-ს ბაზის გახსნის პერსპექტივა, სკანდალად იქცა…

ულიანოვსკში, ნატო-ს ბაზის განთავსების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც მოსკოვი ბოლო მომენტამდე არ ახმაურებდა და საკუთარი მოქალაქეებისგან საიდუმლოდ ინახავდა, სკანდალად იქცა.

ახლა ნატო-ს „მოსისხლე მტრებს' - რუსეთის ძალოვანთა გუნდსა და ნატო-ში რუსეთის ყოფილ წარმომადგენელს, დიმიტრი რაგოზინს იმის მტკიცება უწევთ, რომ ნატო-ს ბაზა მათ ტერიტორიაზე „რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების ინტერესებს პასუხობს'. მიუხედავად ამისა, ულიანოვსკელებს ეჭვი ეპარებათ ხელისუფლების გულწრფელობაში, რომელიც მუდმივად ამტკიცებდა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, თუ ის ფეხს დადგამს არათუ რუსეთის, არამედ მისი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზეც კი, რუსეთისათვის საფრთხეს წარმოადგენს.

ამიტომ მოსკოვს, ახლა ულიანოვსკში დაწყებული პანიკის ჩახშობა უწევს. გუშინ ქალაქის ქუჩებსა და შენობებზე ნატო-ს საწინააღმდეგო წარწერები გაჩნდა: „არა - ნატოს ბაზას ულიანოვსკში'. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას განუმარტეს, რომ ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ სატრანზიტო პუნქტი და არა კლასიკური დანიშნულების სამხედრო ბაზა, სოციალურ ქსელებზე ინტერნეტმომხმარებლები საზოგადოებას უკვე ხელმოწერების შეგროვებისა და ნატო-ს პუნქტის გახსნის წინააღმდეგ რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

მოსკოვი საკუთარი განცხადებების მძევალი გახდა. ფანტაზია გამოელია თვით რაგოზინსაც, რომელიც ნატო-ს შესახებ საკუთარი განცხადებებით დამფრთხალ მოსახლეობას ახლა იმით ამშვიდებს, რომ ნატო რუსეთის გავლით მხოლოდ „ტუალეტის ქაღალდს' გადაიტანს, რომელსაც, მისივე თქმით, რუსეთის მებაჟეები საგულდაგულოდ შეამოწმებენ. მან სოციალურ ქსელებში აგორებული აჟიოტაჟის განელება სცადა: „მორჩით პანიკას. უკვე ნატო-ს ბიოტუალეტების გეშინიათ' - დაწერა Facebook-ზე რაგოზინმა.

„ულიანოვსკში მატარებლიდან თვითმფრინავებში გადატვირთავენ მინერალურ წყალს, ხელსახოცებს, კარვებს და წაიღებენ ავღანეთში. ეს ტრანზიტი კომერციულია, ანუ რუსეთის ბიუჯეტი სანაცვლოდ ფულს იღებს. არ ვფიქრობ, რომ ნატო-ს ტუალეტის ქაღალდის რუსეთის გავლით გადატანა სამშობლოს ღალატია' - წერს რაგოზინი.

პარალელურად, როგორც რუსული მედია იუწყება, ულიანოვსკში ნატოს სატრანზიტო პუნქტის გახსნის ისტორია რუსეთში იმ სკანდალად იქცა, რომელიც კიდევ უფრო მძაფრდება და კრემლს, სავარაუდოდ, მის ჩასახშობად დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რადგან მოსახლეობა „რუსეთის მტერი' ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ განცადებებს განსაკუთრებული სიმძაფრითა და სიხშირით, სულ ახლახან, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ისმენდა.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები