მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსი და ქართველი პოლიტოლოგები ენერგოსექტორში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნენ

რუსი და ქართველი პოლიტოლოგები დღეს ენერგოსექტორში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნენ. შეხვედრაში მონაწილეობა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილეებმა მარიამ ვალიშვილმა და  გიორგი ყაველაშვილმა მიიღეს.

გარდა ენერგოსექტორში განხორციელებული რეფორმებისა, მარიამ ვალიშვილმა პოლიტოლოგებს იმ საერთაშორისო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებშიც საქართველო სამომავლოდ ჩართვას გეგმავს.

რუსი პოლიტოლოგები საქართველოში კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის, „კავკასიური სახლის', მოწვევით ჩამოვიდნენ. 

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. პროექტი მიზნად ისახავს ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ ქართველი და რუსი ახალგაზრდა პროფესიონალების ცნობიერების ამაღლებას და მათ შორის თანამშრომლობის პლატფორმის ჩამოყალიბებას.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები