მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> რუსუდან შარაძე: „შოთა ხიზანიშვილმა გურამ შარაძის მკვლელობის დეტალები იცის“

აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილის რუსუდან შარაძის განცხადებით, შს სამინისტროს ადმინისტრაციის მაშინდელი უფროსი შოთა ხიზანიშვილი შარაძის მკვლელობის დეტალებთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო. 

'2006 წლის აპრილის შუა რიცხვები იყო, მამა მეორედ რომ დააპატიმრა სააკაშვილმა. ექიმები ადასტურებდნენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი 'კაპეზე'-ში დატოვება არ შეიძლებოდა და მამა საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ. ეს შუადღეს ხდებოდა. მაშინვე მოქანდა პოლიციის სამმართველოში შოთა ხიზანიშვილი, გათენებამდე თავზე ედგა მამაჩემს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და არავის აძლევდა საშუალებას, საავადმყოფოში გადაეყვანათ. ბოლოს, უკვე გამთენიისას, მამა ,,არამიანცის'' საავადმყოფოში გადავიყვანეთ. მერე მამაჩემმა მითხრა, ციხის უფროსს (სამწუხაროდ, გვარი არ მახსოვს) უთქვამს ხიზანიშვილისთვის, 'აქ რომ გურამ შარაძე მომიკვდეს, მე პასუხს არაფერზე ვაგებ და ყველაფერი თქვენ დაგბრალდებათო'.',- განუცხადა 'ივერონს' რუსუდან შარაძემ და იქვე დასძინა, რომ 'ხიზანიშვილი ყველაფრის საქმის კურსშია'. 

'გუშინ მერაბიშვილმა თავად თქვა, რომ ის მისი 'მარჯვენა ხელია' და გურამ შარაძეს ვანო მერაბიშვილის გარეშე ვერავინ მოკლავდა, ანუ მერაბიშვილიც ერთ-ერთი მკვლელია სააკაშვილთან, დათა ახალაიასთან და უშუალოდ ორ შემსრულებელ მკვლელთან ერთად' - აღნიშნა მან.

რუსუდან შარაძე ერთ-ერთი მოწმის - პოლიციელ რობერტ პანიევის ფოტოსურათსაც ავრცელებს, რომელმაც, მისი თქმით, მკვლელობისთვის გამასართლებული ბარათელის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცა. 

'ფოტოზე ასახულია ცრუ მოწმე - პატრულის თანამშრომელი რობერტ პანიევი, რომელიც ამტკიცებს, რომ მან და ლევან ბოჭორიშვილმა საკუთარი თვალით დაინახეს გიორგი ბარათელი სროლის მომენტში. ფოტოზე ასევე ჩანს მისი მეთვალყურე ხიზანიშვილი. ეს ფოტო გადაღებულია გურამ შარაძის მკვლელობიდან რამდენიმე წუთში, მელიქიშვილის გამზირზე, 2007 წლის 20 მაისს',- ამბობს რუსუდან შარაძე.

შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი შარაძე 2007 წლის 20 მაისს, 20:30 საათზე რუსთაველის გამზირზე მოკლეს. მისი მკვლელობისთვის გიორგი ბარათელს 26,5 წლით პატიმრობა მიესაჯა. 

ცოტა ხნის წინ ბარათელმა ჩვენება შეცვალა და განმეორებითი დაკითხვა მოითხოვა. მსჯავრდებულის განცხადებით, როდესაც ის პოლიციელებმა დააკავეს, გურამ შარაძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ხოლო შარაძის მკვლელობის შესახებ პოლიციელებმა აცნობეს, თუმცა ამ დროს ჯერ ისევ დღის საათები იყო, გურამ შარაძე კი 20:30 სთ-ზე მოკლეს.

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები